|
კურთხეული კიდით-კიდე მადლით ღელავს იორდანე, შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს ერთად წმინდა იოანე.
მიმოავლო ლოცვით თვალი და იხილა შორით სერზე მგზავრი მშვიდად მომავალი.
და უჩვენა მგზავრი თითით, - მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა, ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“
მოიკითხა იოანე... უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად, მეც განმწმინდა და განმბანე“.
ნათელს-სცემდა წმინდა წყლითა და იმავ დროს მტრედის სახედ გადმოვიდა სული-წმიდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


