კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 01:03

 

 

 

დედამიწაზე ფეხი რომ დადგი,

უკვე ვალი გაქვს მისი...

ვალის გადახდას - სიცოცხლე რაა?!

არ ეყოფოდა ისიც!


მიწა დუმს, ხან კი ცეცხლად იფეთქებს,

მარტო ტკივილი რად ღირს -

მის მკერდზე, როგორც თავის მამულში

ადამიანი დადის!


ყველა სანთელი ზეცაში გარბის,

მაინც მიწაში წვება

და ენაცვლება ერთიმეორეს

მოვალეების წყება.


ისევ ბობოქრობს დაღლილი მკერდი,

რაღაც უნდოდა ეთქვა -

ჭედავს ახალი სიცოცხლის აკვანს

მიწის ბოღმა და ფეთქვა.


დედამიწაზე ფეხი რომ დადგი,

უკვე ვალი გაქვს მისი....

ვალის გადახდას - სიცოცხლე რაა?!

არ ეყოფოდა ისიც.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen