|
სოფელში მამალი ყიოდა უდროო დროს მამალი ბოროტი იყო მეტად. მამალი ყივილით არღვევდა მყუდროებას და თავს აწონებდა დედალს.
და დაკლა მამალი პატრონმა და გლეხის ქოხი და გლეხის დარბაზი, სიხარულისაგან ათრთოლდა.
დამდუღრა, გაპუტა, მამალი გლეხის ქალმა აქნა და გალანცა... და გლეხის ბუხარი შუადღისას აფუტდა და ქარმა ფუტი ზეცაში განავრცო.
და ლობიოსფერი დაიდეს სუფრა; თითები ამოქმედდნენ, ვითარცა კოვზები და სუფრა სუფევდა უბრად.
და სუფრა დატოვეს ბოლოს.... ოჯახის უფროსმა ჩიბუხი დატენა, ჩიბუხი დატოვა ბოლმა.
მამალი ბოროტი მეტად. სოფელში მშვიდად ეძინა მყუდროებას და აღარ ეძინა დედალს. |


