კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:39

 

 

გულატოკებით,

ტკბილ ფიქრთა გზნებით,

ზეშთაგონებით,

ციურ ოცნებით,

გაქანდაკებდა მხატვარის ხელი.

მაგრამ ეს გრწამდეს,

ვინც უნდ გხატავდეს,

ჩემდენ სიყვარულს

ვერ იგრძნობს აღძრულს

თუნდ ღმერთი იყვეს, თუნდ რაფაელი!

ვერა, ვერ ვუცქერ გულდამშვიდებით

ოცნებით სავსე შენს ცისფერ თვალებს,

მოვკვდებით… ერთად აღარ ვიქნებით

ესღა მაშფოთებს… ესღა მაწვალებს…

მაგრამ რას ვამბობ.

გრძნობას გავათბობ

და მსუბუქ ფრთებით

გადავფრინდებით,

ჩემო მადონნავ, ოცნების მხარეს.

იქ მე დავხატავ

ჩვენს უკვდავ სიზმარს,

იქ კვლავ მოვმართავ

ჩემს წკრიალა ქნარს,

იქ გულშივ ჩავკლავ გრძნობათ სამარეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen