კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:43

 

 

სამყაროს რომელ მხარეზე სახლობ

ზარ-ზეიმიან აურზაურში

ზოგჯერ პატარა სამშობლოც დაგღლის.

თუ დააღწიე თავი როგორმე

გმირს,

მისანს,

მსტოვარს,

ბრძენსა და

თაღლითს...

ვიღას მივენდო,

არივ-დარია დრომ ჩვენი სულის

ძველი სტრიქონი,

სახიფათოა დგომა კედელთან,

ინგრევა, თითქოს, იერიქონი...

ახლა სჯობს, სადმე,

ტრიალ მინდორზე,

ქვაზე დაიდო ბინა,

მარტოკამ,

ეგებ, ხავსივით

გადარჩე კიდეც,

გადაგარჩინოს

ეგებ არყოფნამ...

მაგრამ არც მარტო

გიღირს ცხოვრება,

თუმც ღვთის ანგელოზს

გრძნობ გვერდით, ახლოს

და აღარც იცი,

სინამდვილეში,

სამყაროს რომელ

მხარეზე სახლობ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen