კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 14:09

 

 

ეფინება შუქთ ნაჟური

როგორც მკრთალი აბაჟური.

ქუჩაზე კივის ნარნარი

ავტომობილის ფანარი.

მღვრიე გრიალის დორბლები

ავტომობილის ბორბლები.

ყვირილით დაღალდა,

გაზეთი, ქაღალდი.

ლანდი, შუაგზის იმედის,

რესორი ველოსიპედის.

შუადრო ქალაქს აძალებს

ასაფეთქებელ მასალებს.

და შუქებს გამოფენათა

ქუჩებზე გადმოენათა.

იყო სანთელზე ყოველი

ნაქარგები და ქსოვილი,

მუქარითა და ვედრებით

ვაზებით, გაზომეტრებით.

იყო რკინა და ფოლადი

უძლიერესი, ყოვლადი.

და ორთქლები უხსნის ბაგეს

მძიმე რკინის ლიანდაგებს.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen