|
შენ თუ მოელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას, მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე, მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე, რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას.
რაი-ღა დარჩა საოცარი სანახავიდან? შეცდომებს გული გულსაკლავად ეხლა დასცინის: აღტაცების და სიწრფელის დრო გაჰქრა, წავიდა. |


