მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა
|
ეს გული ტრფობამ გამიხელა უშქარი ჭირით, წამწამებიდან სისხლის ცრემლი მოწვეთავს ხშირი, მიჯნურის გული, ალბათ, სველი შეშის მსგავსია, თავში სახმილი უნთია და ბოლოთი ტირის.
სულში სევდის ხეს ღრმად გაუდგამს ფესვი წყლიანი, ღვთის კართან ვგოდებ, ჯერ არ იყოს იქნებ გვიანი, ჰე, ძვირფასებო! ერთმანეთის ყადრი იცოდეთ, სიკვდილი ქვაა, ხოლო მიწა - ადამიანი. |


