კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:09

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

ჩემს ფიქრებს არ შორდება შენი სახის ზმანება,

შენი თმების სურნელმა თავი არსად მანება...


მცველნი ზნეობისანი ჩემს ტრფიალს რომ კიცხავენ,

ნახონ შენი სახე და თქვან - მე მქონდა სხვა ნება?!


ნიკაპსზემოთ „ჭა" რომ გაქვს, მითხრა: „აქ ჩასავარდნად

ათას მისრელ იოსებს თავი არ ენანება".


შენს ზილფებს ჩვენ, ვით საბელს, ვერასოდეს მივებით,

ჩვენი სული რადგან შორს მსახვრალ ბედისგან ება.


ნანატრ სატრფოს სავანის კარის დარაჯს უთხარით:

„კართან მჯდომი უღირსთა მოდგმას არ ემგვანება,


აქ ჩამომჯდარს არასდროს არ უნახავს სატრფო და

ელანდება სულ მისი გარეთ გამობრძანება".


აქეთ წლობით მავალი ჰაფეზიც რომ ამ ჭიშკარს

მოადგება, გაეცით მისი გახსნის ბრძანება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen