კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:10

 

მთარგმნელი: ალესანდრე ელერდაშვილი

 

დავკარგე გული, წამიხდა რჯული

და სატრფომ ასე გზაარეული

დამინახა და მითხრა: „გამშორდი! -

ნუღარ მოხვალო ასე სნეული?!"


ვერვინ მოჭამა ლხენით სოფელი,

ვინც იყო ერთხანს ჭკუათმყოფელი,

ის გულისსწორთან ლაღად მყოფელი,

დღეს სინანულის გზას სდევს ეული.


თვით სანთელს, გრძელი რომ უჩანს ენა,

დაჰბრალდა, ვით ყბედს, სიტყვათა ცვენა

და ასეთ ცოდვას რომ ინანიებს,

იწვის და სულ დგას ფეხზე წყეული.


ნირი წაუხდათ ვარდსა და საროს,

აპრილის სიო მათ აღარ სწყალობს

და სურნელისთვის ის ჩემი სატრფოს

ღაწვებთან არის შემოჩვეული.


ჩემს სატრფოს, ოდეს აღსავსეს ვნებით,

ცის ბინადარნი ნახავენ ნებით,

თვით განკითხვის დღეს ყველა იქნება

შეუცნობ ცოდვა-ბრალთან წვეული.


სარო ამაყად რომ ებრძვის ქარებს,

სირცხვილით ბუჩქებს თავს შეაფარებს,

როს ჩემი სატრფო შემოვა ბაღში

ბილიკზე ნაზად შემორხეული.


ჰაფეზ, დაეხსენ დერვიშის სამოსს,

შენ სატრფომ სული რომ დაგიამოს;

ფარისევლობის ჟამს ვივიწყებთ და

 ბრიალებს ტრფობის ცეცხლი გრძნეული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen