კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:02

 

 

 

ხუთი ტყუპი - ათი თითი

სუყველაფერს ზუსტად ითვლის.

ხუთი მარცხნივ, ხუთი მარჯვნივ.

არასოდეს იღლებიან

არც თამაშით და არც გარჯით.


ხუთი მარჯვნივ, ხუთი მარცხნივ.

აბა, ტაში, ჩქარა ტაში,

სუყველაფერს აკეთებენ,

ყველა ტოლი არის ათში!


რა კარგია, აბა ტაში!

უყვართ წყალი, საპნის ქაფი

და ათივე არის სწრაფი.

ხან უჭირავთ ჩანგალი,

ხან - ფერადი ფანქარი.


ხან - ვაშლი და ხან - ბურთი,

ხან - წიგნი და ხან - ფუნჯი.

რადგან ყველა ერთურთს შველის,

აღარც საქმე გახლავთ ძნელი!


ზოგი სწრაფი, ზოგი ნელი:

ნეკი, არათითი, შუა, საჩვენებლი და ცერი!

პირიქითაც შეიძლება,

ათივე ხომ არის ჩვენი!


როცა საქმეს მორჩებიან,

ერთურთს ბანენ, ფრჩხილებს ჭრიან.

- კიდევ? 

- უყვართ თურმე თითებს

ჯიბე, როგორც ბუდე - ჩიტებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen