კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 22:33

 

 

 

როცა ცა თვალებს ხუჭავს,

ღრუბლის ქუთუთოს მძიმედ

ხრის და ნისლიან სიზმრის

მეც მიწილადებს იმედს,

სხეულისა და სულის

შორის არსებულ წამებს

მაშინ ემჩნევათ დაღლა...

გარეთ კი ფოთლებს წვავენ

და ბოლავს, ბოლავს, ბოლავს

უსიამოვნო კვამლი

მიჰყვება ფიქრის ბორანს

და იმალება კალმით

გაყვანილ პირველ კვალში,

რომ მარცვალივით გასკდეს

გული, სიცოცხლის ვალში

გალეული და ახალ

ყლორტს აჰყვეს ძალა ამ დღის -

უძველესი და მაინც

სულ მოწადინე ახლის.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen