კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 22:36

 

 

ნეტავ გვირილებს არ ვენატრები,

არ ვახსენდები მთებსა და მინდვრებს?

ფრთებზე ვუზივარ ნისლის წეროებს,

დრო-ჟამს სინათლის კვიცივით მივდევ.

მთის წვერს წადებულ სილურჯის ტკივილს

ცაო, მასწავლე მეც, როგორ ითმენ.


"ეჰეი!" - ვყვირი, ხმა არ ამომდის,

ყელში გასჩრია სიჩუმე ტატნობს.

არადა, ვიცი, აქ ხარ, სულ აქ ხარ...

ნუთუ ეს მთებიც ჩემსავით გნატრობს,

რომ ერთხელ მაინც გიხილოს, ღმერთო,

მზედ და ყვავილად კი არა, მარტო...


ხან მზის თვალშიაც გაკრთება ცრემლი,

სივრცეს ყაყაჩოს ბურჯღლი დასცვივა,

ანგელოსები გადაუფრენენ

შენი თვალებით ხევებს, ნაწვიმარს

და ჩემი სევდაც იქით გაყვება,

სადაც საუფლო სიზმრებს არ სძინავთ.


ბალახებიდან ფრთებგალუმპული

მომჩერებია თეთრი პეპელა.

რაო? გავფრინდეთ, სადაც გველიან,

წუთისოფელი ხომ არ გებევრა,

ან შენ რად გაკრთობს, ბაბუაწვერავ,

მარადისობის სულის შებერვა?


იქნებ აქ დავრჩეთ, გულს გავუყუჩდეთ

და ჩავეკრიფოთ ნამად გვირილებს,

მაშინ, როცა სუყველა გადაგვივიწყებს,

ნისლად მოვიდეთ საარაგვოზე,

საღვთო ფიქრივით ცად რომ მიიწევს...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen