|
გულისპირზე ბზით, სულისპირზე ცით, სიყვარულის მზით, სამეუფო გზით, იყო საგურამო სულის ცრემლის ცრით.
სიტყვის ცეცხლზე წვრთნით, ქარვისფერი ძნით, შემოდგომურ სთვლით, იყო საგურამო ძველქართული ხმით.
ღვთაებრივი სულით, ზე ქართვლის რომ ქრის, ხილულ-უხილავი ველითა და მთით,
სულებს რომ მოჰქონდათ ფრთით, და ყველაფრის შემსწრე დამუნჯებულ ტყით.
და სულ მდინარ წყლით, იყო საგურამო ჩაგებული ხმლით.
სასოებად ერის, სათნოებად ღვთის. ზედაზნით და კარსნით, მცხეთითა და ჯვრით, უღამებელ ჯვარცმით, მძინარების ძვრით, იყო საგურამო სულ თუ ერთი დღით?
სულ, თუ ერთი დღით, სულ თუ ერთი დღით, სულ თუ ერთი დღით? |


