|
რაღაც დამრჩება, ვიცი, სათქმელი და როგორც წიგნში ჩადებულ ყვავილს, გაოცების ჩქამს - ლექსად გამხელილს, გაუვა შენი ფერცვარის ყავლი.
ხატავ საკუთარ თავს სულის მტევნით. ეს ვარსკვლავებიც განა რამეა, ღმერთის სახლაკის უბრალო მტვერი.
გულიდან იხსნი ტკივილის საბაბს, ღამეებს, როგორც ერთგულ ნაგაზებს, შენივე ლექსის კარებზე აბამ.
რაც გადაურჩა ბედად სტრიქონებს, აქ, შენს არყოფნას - ყოფნის მიზეზით, სანამ სხვა გული გამოიგონებს. |


