|
თოვლი მოდიოდა, როგორც ღვთისმშობელი, როგორც ღვთისმშობელი - თეთრად მოყვავილე. უკან თეთრი ირმის ჯოგი მოყვებოდა, დილას მომწყემსავდა სევდით მოარილე.
თვალი მოარიდეთ, აფრთხობს დილის ჩქამი და რომც გადაუხსნათ ამ თოვლს გულისპირი, ვერსად მიაკვლიოთ მისი ნაჩლიქარი.
მთებზე დაეშვება ზვავის ნაწნავებად. ირმად მიმახატავს კლდეზე ანგელოზიც - დარდი დახავსილი, მე რომ მაწვალებდა.
მზერა, ტყვიასავით ბრმა და მუხანათი. მოგდევს ირმის ჯოგი, ჩემო ხვთისმშობელო, გზებიც ისეთია - მშვიდი, უღალატო.
სულზე, ნაეკლარზე, სიტყვად დამეკმევი. ჩაივლის მარიამი თეთრი ირმის ჯოგით. ვარსკვლავის ბირკები კაბაზე აეკვრება. |
| პოეზიის გვერდი • • • |


