|
სულერთია, თუკი ცურავ, რომელ ნაპირს მიადგები, გაღმა იყოს, თუნდ გამოღმა, შენი თუ გაქვს იალქნები,
მილები თუ იარდები. ოღონდ წყალი იყოს სუფთა, სიტყვად ყველგან ივარგებდი.
სანავესაც მიაგნებდი, შენ თავს თუ არ ღალატობდი, თუ სიმართლეს იარგნებდი.
და ზვირთს ზვირთზე მიათრევდი, შენად ვარსკვლავს რაც ემართა, იმ ბედიღბალს მიაბერდი.
მოაპნევდი-მიაპნევდი, რა პორტი და რის პირსები, ძველ ტკივილებს იახლებდი!
ჰორიზონტებს იაკვნებდი. დარდის გვარლებს ჭიმავდი და სილურჯეებს მიამქვრევდი... ხომ იცურე, ხომ იცურე, ქარიანი იალქნებით... |


