|
რაც ამ მიწაზე ყვავილი ყვავის, რაც ამ ყანებში მზეკაბანია, მწყემსი ბავშვივით, ასე მგონია, უფალო, შენგან მეც მაბარია.
რაც ნისლებს მთებზე ცვარ-ნამად დასდით, ასე მგონია, მეც უნდა ვზიდო ბედნიერებად მაგათი დარდი.
ანგელოზების ნამოსახლარის, ასე მგონია, უსაზღვროდ მწყალობ, როცა თენდება დილა ახალი
მზე მაწვდის რძეს და თაფლიან ფიჭას. გამჭვირვალე ვარ, როგორც ჰაერი, გული კერიის ცეცხლივით მიჩანს.
გვაქვს სიხარულის ღვინოც და პურიც. შენს განთიადებს რომ ვაყურადებ, მესმის მწუხრის ხმაც, სევდაგაბმული.
ბილილებს მზერას მოავლებ,ფერადს. სიკვდილი ქვისფერ თვალებს გარიდებს, სიცოცხლის ჭალებს ბელავს და ბელავს.
უთვალავ დილას ცას შეაშუქებ. დიდი მაგითაც ხარ, სახიერო, მე რომ სიცოცხლეს კიდევ მაჩუქებ.
რომ ცნობ და კარგად გესმის ჩემი ხმაც. ნეტავი ღმერთო, ვით ეს ქვეყანა, ორთავ სოფელში მარტო შენი მქნა. |


