|
ჭიანჭველას ზურგჩანთა მოუგდია სავსე, ხელჩანთასაც გზადაგზა სანოვაგით ავსებს.
წელზე ქისაც ჰკიდია, ჭიანჭველა არც კი ჩანს, გეგონება, ნივთები თავის ფეხით მიდიან.
აქვე შორიახლო. გამიხარდა, თურმე ჩემს მეზობლად სახლობს.
მეშინია კიდეც, მეც ტვირთივით ზურგზე ხომ არ მომიკიდებს? |


