|
რა პატარა ხარ, იორო, ირმის სასმელო წყალო. ქალს, ყვავილივით მშვენიერს, რა მადლიანად წყალობ: საამირანო ღონე, კალმახის ზურგის ბილიკით აითავებენ ფონებს. დაედინებათ ცრემლი, არც ქარი სანთელს ჩააქრობს ავი დედაბრის წყევლით. კაცი პეშვებით დალევს შენს მჭვირვალ ჩქერებს, ფშანებს და შენით განაკვებ ღელეს. დაერქვათ - იორ-დანე?! რატომ გაუწყდათ პირს სიტყვა, რა საიდუმლოდ გმალეს? იორო, იორდანევ. აბა, გყოლოდა პატრონი, შენ და შენს ლამაზ მხარეს, უფალი მადლის ხალენს?! რა პატარა ხარ, იორო, იორო, იორდანევ. ნისლებს მოისხამ თეთრად, მე იორდანეს დაგარქმევ, ქრისტემც გაწვიოს ღმერთმა. |


