კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:06

 

 

კალიოსტროს ლანდს შესთავაზა მან პაემანი.

წინაპრის ლანდით არის ახლა იგი ბურვილი.

მეფურ სიუხვით ათავადა ყველა მსურველი.

თვითონ ფრთიანი, უხილავი, როგორც დემონი.


ბევრ ამაყ სიზმრებს დააწაფა თვალთა თვლემანი.

ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების შექმნა ურვილი.

ხალხის წინაშე ჯადოსნობით კვლავ აღჭურვილი,

დროს კარჩაკეტილს და შმაგ სივრცეს არ დაემონა.


ასხვანაირებს სილამაზეს, როგორც მგოსანი.

თვალში მონოკლით ავაზაკობს - ცბიერი მარად

და ყალბ სიგელებს აქანდაკებს შეუდარებლად.


ხან მეომარი, ხან მოხელე, ხან ჩოხოსანი, 

ხანდისხან ლორდი - ის იგონებს საოცარ გრიმებს

და ამ ლექსს, ალბად, ნიღაბის ქვეშ ის გაუღიმებს.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen