|
რაღაც სითბოა გამჯდარი ტანში და სიხარული ამიტანს რაღაც, რომ ერთი კვირა აჭარისტანში მე არ მივლია უსაქმო აღად.
და მათთან ძმური გავსწიე ჯაფა, რომ ამ დღეებში მე მიტაცებდა მუშაობაში ხარივით ჩაბმა,
მზემ - ჩემს გუნებას შეუწყო ხელი, რომ აჭარელი გლეხის ფუხარა ჩემს დახმარებას ძმასავით ელის.
მდგარი მიწაზე ორივე ფეხით, რომ ვარ კეთილი, როგორც მოედინ სურმანიძეა კეთილი გლეხი.
გლეხური ჭკუა ჯანმრთელ ფესვებით, მიტომ დავტვირთე ლამაზ ქედიდან დიდი საპალნე სავსე ლექსებით.
როგორც ბათომის ციხის კედლები, და ანთებული, როგორც ხელხვავი, ხასანბეგურა ქობულეთლების. |
| პოეზიის გვერდი • • • |


