|
თუ მარტოობა მეტად გვაწვალებს და როცა ღამე ტირის და ღელავს, ვიგონებთ ჭინკას პატარა თვალებს და ვეხარბებით თავადურ თელავს.
ისე მარტოა და ნათმენია, თითქოს ზამბახი აგდია ნავში, და თითქოს ზამბახს რაღაც სწყენია.
კოცნა დიდხანს არ მიგვიტანია, ჩვენ დავატყვევეთ თბილისში დედა და ჭინკას სევდა ნამეტანია.
უნდა დაკოცნოს პატარა ხელიც, მზად მაქვს პატარა მარგალიტები და ჩემს ინფანტას ყოველდღე ველი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


