კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:09

 

 

ის იყო თეთრი თავახრილი და ოქროპირი,

უცხო სიტყვები ვით გედები მან ადიადა.

მისთვის ოცნება იყო მკაცრი იროდიადა,

და იყო მარტო სილამაზის ძვირფასი გმირი.


როგორც სტუმარი სხვა ქვეყნიდან მოსული, ძვირი,

უსხივო ხალხში სხვანაირად ის დადიოდა,

ღვთაებრივ ხმებში ზამბახმები თეთრად სცვიოდა,

შორს არი მისი ოქროს ქვეყნის წმინდა ნაპირი.


თოვლზე დაფანტულ ძვირფას ქვების ზემაქებარი!

სიმახინჯეში მან შენიშნა მხოლოდ კეთილი.

ის იყო ბრძენი, ერთადერთი, გაუგებარი

როგორც „სონეტი“ თეთრ სხივებში გამოკვეთილი.


და ჩვენი ქებაც სილამაზის რომ გათამამდეს,

ოქროს ტაძრებში ღოცვების დროს მალარმე გვწამდეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen