|
მსგავსი გაბერილი აფრის - აზრი ჩემი, მუდამ გარბის იქ, სადაც ჟღერს ჰანგი არფის, არ ელიან უცხოს არვის.
მუზა ჩემი თავს მევლება. კივის სული - დარდს ელევა. ატლანტის ძალა მეძლევა.
გიჟებს - პოეტებს, რომ შვენით. მივქრი მისკენ ნატვრის გემით, აუღწერელია ენით.
ჯადოსნური აქ წყაროა. ჩემმა ნატვრამ აწარმოა ისეთი ცა, აქ ცა როა.
ფერიებთან ვიხდენ სურვილს. არ ავყევი წუხელ წუხილს - სხვა ეშხი აქვს ზეცის ქუხილს.
აქ ვერ ნახავ ნასახს შუღლის, აქ პეპელას დათვი უვლის. აქ ნაცნობ კენტავრსაც ულხინს.
- გაუგებრობაში მოვხვდი. მე შენდობას უფალს ვთხოვდი. (შენც გახსენე, შენც მახსოვდი).
ვერვის განდობთ კუნძულს ჩემსას ოქროსფერი ფარის მწყემსვას. კუნძული აქვს ყველა თქვენგანს. თუ გწამთ - ჰპოვებთ ნატვრის გემბანს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


