კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 07:15

 

 

ვერაფერი გამიგია

ამ უზნეო ქალისა.

ნეკნი რისთვის გამიღია

თუ არ გამახალისა?


ვერაფერი გამიგია

ამ ტუტუცი კაცისა,

ძმობა როგორ დამირღვია,

ან რამ გაანარცისა?


ვერაფერი გამიგია

ამ უგონოდ მთვრალისა.

ჭიქა მე არ დამიღვრია,

რად ვერ გამითავისა?


ვერაფერი გამიგია

საკუთარი შვილისა.

არასოდეს გამირტყია,

გარდა ერთი სილისა.


ვერაფერი გამიგია

საკუთარი თავისა,

ცამეტი დღე - რა რიგია,

- ლექსი აღარ მაღირსა.


ვერაფერი გამიგია,

ამ უმეცარ ხალხისა.

„ყველას ვჯობნით“ - რას მიქვია

- სხვა ღირსია ავისა?


არაფერი გამიგია,

ვერაფერი ვერვისა.

ანდერძშიც კი ამიგია,

იმედი მაქვს ღმერთისა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen