კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:57

 

 

მაშინ მანახა მე ბედმა მკერდი,

როცა ნაწვალებ პოემას ვწერდი.

უთუოდ ჩემი ყოფილა ხვედრი

- გადამეკიდა ბოროტი მდედრი.

თუმცა, რაც ვთესე, სულ იმას ვკრეფდი,

ის მოვიძიე, რასაც ვეძებდი.

შენ, ბედო ჩემო, უკან რომ მდევდი,

რომ ამიღებდი - რად აღარ მდებდი?

ამიტაცებდი, მიმითვისებდი,

მერე სარკეზე მიმითითებდი.

კანი აღარ მაქვს თუმცა - ხავერდი,

თვალებში ხომ ჩანს, რომ არ დავბერდი.

ამას ვფიქრობდი და ლექსად ვწერდი.

იღიმებოდა სარკიდან ბედი.

მჩხვლეტდა მე გული, მტკიოდა გვერდი

- ჩემში ბოლოჯერ მღეროდა გედი.

ეს იყო ადრე (ვიხსენებ სევდით)

- ჩემო რითმებო, რა მწარედ მცემდით.

P.S. იღიმე, ბედო, მიღრენდე, მკბენდე,

ვწერ და ვწერ მაინც დღევანდელ დღემდე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen