კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:11

 

 

რომელ რინგზე ვუპასუხო ამ რანგს?..

მან რა იცის, რანგი რაა? რინგი?

ან, მე რავი? - სხვისგან ვითხოვ კარნახს

- მე თვითონაც ხავსიანი ჟანგი...


რომელ ხმაში შევეჯიბრო მოყვასს?..

ან, მოყვასი მეჯიბრება რაში?!

ზოგჯერ - ცოლად "არაცოლი" მომყავს...

ზოგჯერ - "არძმა" ჩავიწერე ძმაში...


რომელ სიზმარს დავუჯერო ნეტავ?

მე თვითონ ვარ აბდა-უბდა სიზმრის...

ჩემმა გულმა შეიცვალა ხედვა

- ისე ფეთქავს, ხმამაღლა არ ითქმის...


ხუთი... ოთხი... სამი... ორი... ერთი...

დროა! ამ გულს გავაყოლებ ნაგავს...

თუ ფილტვებში ამიფეთქდა დენთი,

სტრიქონებად თქვენს აზრებში დამრგავს...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen