კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:30

 

 

მუდამ ვუჩივი ამინდს,

წვიმს, თუ გამოიდარა.

მუდამ ვიძახი "ამინ"-ს,

საჭიროა თუ არა.

მუდამ ვღალატობ პრინციპს,

დამჟანგა ცივმა ოფლმა.

მუდამ მიკვირდა პრინცის

- ყოფნა და მხოლოდ ყოფნა.

მუდამ რაღაცის ძებნა

- ჩემი ცხოვრების წესი.

ვერ მაპატიეს სხვებმა

- ზვინში ვიპოვნე ნემსი.

რამდენჯერ უნდა მოვკდე,

რომ დავიბადო მშვიდი?!

ქვეყანას ჭორი მოვდე,

რომ ვარდს უეკლოდ ვზრდიდი.

მუდამ ვეძახი "ამინ"-ს

მუდამ ვუჩივი ამინდს,

მუდამ ვღალატობ პრინციპს...

და ლამის მჯერა პრინცის!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen