|
წავალ შენგან სავსე დარდით, ისევ დარდით მოვალ სავსე, სადაც ვნახე გოგო კარგი, ყველა შენს თავს მივამსგავსე!
ინდი-ფრინდი, ჩემო შვილო, ჩემს კალთაში შემოგოგდი, გულის ჯავრი შემოგჩივლო!
ზღვაზე უფრო მემლაშება, რაც შენ გაჩნდი, მშვიდი ძილი დათმო ქვეყნად დედაშენმა.
გითხრას სიტყვა დაქადნებით, შენზე ფიქრი მოჰკლავს დედას, შენ ვიდრემდე დაქალდები! |


