მთარგმნელი: დავით აკრიანი
|
ნაღველო ჩემო, გონს მოუხმე, წყნარად იყავი! შენ მოითხოვდი მწუხრს და აი, ისიც ეშვება ქალაქს ნელნელა ეფინება ჩრდილები შავი, ზოგისთვის მოაქვს სატანჯველი, ზოგისთვის შვება.
სასტიკ ჯალათის - ტკბობის შოლტი რომ ერეკება, ლამობს მონური ზეიმებით იგვემოს თავი, ჩემო ნაღველო, მომეც ხელი! განცალკევება
ცის აივნებზე ძველ კაბებით გამოსულები; ხედავ სინანულს, წყლის სიღრმიდან ამომღიმარეს...
და ვით გრძელ ზეწარს, გაცოცებულს აისის მხარეს, უსმინე, ჩემო, ღამეს ჩვენსკენ უჩუმრად მცურავს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


