|
მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი, გადვიჩეხე, უკურნებლად დაჭრილი ვარ... დამეხსენი! შეკიდებიან მთვარეს - როგორც მძიმე მტევნები, თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები. ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად. ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? ჩახმახის წუთი. ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი, შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი. ლჲუციფერი: - ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? |


