|
ჩვენი დღის ამბებს - ძალიან მწყრალი თვალებით უსმენს ჩემი გადია; კეთილი, ძველი ქართველი ქალი, ვისიც გზა სულის სიდიადეა.
იქ, სადაც ლოცვა და ზარებია და შორეული ეპოქის ღამედ კანკელი ფერებს შეფარებია.
გაოცებული ლანდი - აგატი და უუძველეს მიწაში ნაშენს სხივები ცვივა, ბროლთა ნაკადი.
ქერუბიმების მოესმის კვდომა, მას შეუყვარდა ყოველივე ეს - ფერისცვალება, ბზობა, აღდგომა.
გუმბათების ქვეშ ხატებს ევლები, მთვარეული და სიზმარეული გეჩვენებიან სასუფევლები.
განგიალებენ სნეულ ფერებით, შავ მარმარილოს, თეთრ მარმარილოს და მარმარილოს ვარდის ჩქერებით.
წაიღო სულით აურზაური, ბაგით შეეხო მადონას ხელებს და იგრძნო სუნთქვა არ აქაური. |


