|
იისფერ თოვლის ვნებიანად ხიდიდან ცვენა შუქი და ბინდი, ცა დამდნარი რთვილად და ნამად… ო, ყველაფერი მას ესმოდა მუსიკის ენად, ო, ყველაფერი მას ესმოდა ერთ გაბმულ გამად.
ხმებს უყვარდათ ვით მოსვლა წვიმის, უყვარდათ ბგერებს, როგორც ბალღებს მშივრებს და შიშვლებს; მშობლიურ ენას მან უპოვა თვისება სიმის, მშობლიურ სიტყვებს კვეთდა როგორც მუსიკის ნიშნებს.
ნეტავ იმ ხმებს, ნეტავ მის ღელვას, ის იყო ღვიძლი დღეთა მისთა აზრის და ფერის… არის დრო ქვეყნად როცა მღერის საგანი ყველა. ყვავილი მღერის, ცრემლი მღერის, ბილიკი მღერის. |
| პოეზიის გვერდი • • • |


