კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:09

 

 

მშვენიერება ნათელია ციდან მოსული

ნ. ბარათაშვილი

ვინ რას დამძრახავს, -

დღეც არ გასულა

მე არ მესუნთქოს

მიწის სურნელით;

მე ვიყავ

ქვეყნით სავსე კაცურად,

ხან უამურით, ხან სასურველით.


ის ხან მანთებდა

სხივით, ნათელით,

ხან ჩემს სულს გლეჯდა

აფთრის კბილებით;

ქვეყნის სატკივრით

მე ვარ ჯანმრთელი,

მე უნდა მოვკვდე ამ სატკივრებით.


ვინ რას დამყვედრის, -

დღე არ გასულა

მე არ მეცოცხლოს

ქვეყნის ხმაურით;

მე გულში მედო

მთელ საგანძურად

ხმა მიწიური, ხმა აქაური.


მაგრამ მსურს მოვკვდე,

როგორც მთის კაცი

და სამარის წინ

ვთქვა გატეხილად,

რომ ზოგჯერ

ჩემთვის გახსნილ ცისკარში

მე მსურდა ღმერთიც, ღმერთიც მეხილა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen