|
სიყვარულია რომ აქცევს მოკვდავს, კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია ჩვენ რომ გვანიჭებს სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას. და ვერ იმღერებ როგორც ტიციან, შენ სიყვარული იმას მოგიტანს,,, სიყვარულისთვის რაც გაგიცია. შენს ერს მოუვლენს ვაჯა-ფშაველად, ბნელს ნათლად აქცევს, სიკვდილს - სიცოცხლედ, ვინმე მელექსე მესხს - რუსთაველად. საღვთო კოცნაა, საღვთო ფიცია, შეყვარებულთა წმინდა სახელი ანგელოსებმა ცაში იციან. ცრემლებს სიცილში არ გაგიცვლიან, არა ხარ მეტრფე თუ შენი თავი მათ სიყვარულში არ შეგიცვნია! მარადიული სიცოცხლის აკვანს, სიყვარულს სცემენ, ვითარც ღვთაებას, მუხლმოდრეკილნი მეფენიც თაყვანს. სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს, სიყვარულია, თავად ღვთაება და მას მოცილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს! ღმერთიც და კაციც სიყვარულს აჰყავს! |


