კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:46

 

 

უხმოდ მივყვები ცხოვრების ხაზებს

უსინარულოდ მიდიან დღენი,

ჩემს ფერმკრთალს სახეს უფრო ანაზებს

ცრემლი გულიდან ამონადენი.


ვერ დავემალე კაეშნის რკალებს

მუდამ ჩემს დარაჯს და შეუპოვარს,

და მწუხარებით დატვირთულ თვალებს

ვაყოლებ მხოლოდ ველებს უძოვარს.


ზამთარი მიდის და მე მარტო ვარ,

ისე ვითარცა უდაბნოს მწირი,

მხოლოდ ფიქრებმა არ მიმატოვა

ხან მეცინება, ხან უხმოდ ვტირი.


ვიცი გვეწვევა კვლავ გაზაფხული,

ვიცი ზამთარი მალე მოკვდება

წარსული დღენი ერთად ნახული

ალბათ ორივეს მოგვაგონდება.


მე ხომ ვაკმევდი საამო ღალანგს 

ამის მეტს ვინმე რას დამავალებს?

ვერ ვურიგდები მეგობრის ღალატს,

ცრემლის მარცვლები სწვავენ ჩემს თვალებს.


გული ღონდება არ ვიცი რადა;

ვიღაცას ველი, არავინ მოდის.

მე თვით არ ვიცი რა დამემართა?

გამითენდება ნეტავი როდის?


ალბად სიკვდილი მიახლოვდება,

კაცობრიობის სიცოცხლის მტერი,

იქ მწუხარების ხმები გროვდება

აქ მაგიდაზე აყრია მტვერი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen