მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
ვარ ძველი რომი, დასავლისკენ უკვე დახრილი, ბარბაროსები რომ ლაშქრავენ ცისფერთვალება, აკროსტიქონი, მცირე ლექსი. რომ ეძალება, ბწკაროქროვანი, მოწყენილი, დაისჩაღვრილი.
ამბობენ, გარეთ სამანები სისხლმა წალეკა. ო, არ ძალგიძდეს ამ უჟმურით სულის წვალება, ო, არ გინდოდეს ყოფა მკვდრული, ყვავილდაყრილი!
რაც იყო. შევსვით! შენ იცინე. ბათილუს, ლაღად! რაც იყო. შევსვით, ამოვჭამეთ! სხვა რისგან რაღა!
ერთიღა. მონა, ისიც უნდო, გაცლის მზრახველი, ერთიღა, უგზო, უსაშველო, უტყვი ნაღველი! |


