კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 07:59

 

 

კორინთის მეფის გლავკის შვილი ბელეროფონტი თავისი სილამაზით, ახოვანებითა და მამაცობით მთელ სახელმწიფოში სახელგანთქმულ ვაჟკაცად ითვლებოდა.

ყოვლად შემძლებელი ღმერთები მოწყალე თვალით უყურებდნენ ბელეროფონტს, თავის საყვარელ გმირად მიაჩნდათ და ყოველთვის, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, დიდ მფარველობას უწევდნენ.

კორინთის მკვიდრნი დიდის აღტაცებით შეჰყურებდნენ იშვიათ კეთილშობილ ვაჟკაცს და ბედნიერად თვლიდნენ თავისთავს, რომ მეფე გლავკის გარდაცვალების შემდეგ კორინთის სამეფო ტახტს ღირსეული მემკვიდრე დაიჭერდა.

სამწუხაროდ, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეს შემთხვევით შემოაკვდა კორინთელი მოქალაქე ბელეარი. ამ მკვლელობამ დიდი მითქმა-მოთქმა და აღშფოთება გამოიწვია მთელ სახელმწიფოში.

ბელეროფონტი იძულებული შეიქნა დროებით მოერიდებინა თავი სამშობლო მხარისათვის.

ახალგაზრდა გმირი არგოსში გადასახლდა, სადაც იმ დროს პროიტი მეფობდა.

მეფე პროიტმა დიდის სტუმართშოყვარეობით მიიღო სამშობლო მხარიდან გადმოხვეწილი ჭაბუკი და სულ მოკლე ხანში მეტად საპატიო მდგომარეობა შეუქმნა.

ბელეროფონტის მეფურმა შესახედაობამ, ვაჟკაცობამ და იშვიათმა სილამაზემ მთელი სხელმწიფოს მკვიდრთა ყურადღება მიიპყრო.

ყველანი დიდის აღტაცებით შეჰყურებდნენ სტუმრად მოვლენილ ჭაბუკს და გულწრფელი პატივიცემით აჯილდოვებდნენ.

ახალგაზრდა დედოფალმა ანტეამ, როგორც კი მოჰკრა თვალი ბელეროფონტს, მაშინვე დაკარგა სულის სიმშვიდე.

დედოფალი ანტეა განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა თავის სანატრელ სტუმარს და მის ვარსკლავივით გაბრწყინვებულ პირისახეს გულით ატარებდა, ცხადად თუ სიზმრად გონებიდან არ იშორებდა.

მოხუც მეფე პროიტს არ მოსწონდა ბელეროფონტის ირგვლივ შექმნილი გულთბილი განწყობილება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა დედოფლის გმირისადმი საეჭვო დამოკიდულება. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ბელეროფონტი სახელმწიფოდან გაეძევებინა.

მეფე პროიტმა ბელეროფონტი თავაზიანად გაისტუმრა ლიკიაში თავის სიმამრ იობატთან და თან გაატანა საიდუმლო წერილი, რომელშიაც მეფე ცუდად ახასიათებდა ჭაბუკს და სიმამრს სთხოვდა ბელეროფონტისათვის რაიმე სამძიმო საქმის შესრულება დაევალებინა და თავიდან მოეშორებინა.

ბელეროფონტი სრულიად დამშვიდებული გაემგზავრა ლიკიაში და აბა რას მოიფიქრებდა, თუ ცბიერი მოხუცი მეფე პროიტი საიდუმლოდ მახეს უგებდა და დიდ განსაცდელს უმზადებდა.

მაგრამ ყოვლად შემძლებელმა ღმერთება თავისი საყვარელი გმირი არ გაწირეს და ააცდინეს ყველა საფრთხე, რომელიც ლიკიაში მოელოდა მას.

ბელეროფონტის მეფურმა შესახედაობამ, მისმა ტანადობამ და სიმშვენიერემ, მისმა ვაჟკაცურმა გამომეტყველებამ ისე მოხიბლა მთელი სამეფო ოჯახობა, რომ მეფე იობატმა გადაწყვიტა ჭაბუკი დაეახლოვებინა და მისდამი განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen