კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 08:10

 

ტკბილად ნაქებო კახეთო

დიდო ალაზნის ჭალაო,

ირემო იალაღზედა

ივრის პირებზედ ჩალაო!


ბარდში მძრომელო ხოხობო

შენ ტურფა ხარისთვალაო.

შენი მინდვრების ჭირიმე

შენზედ ირმების ფარაო!


თვალები გიგავს მაყვალსა,

ლოყებიც ვაშლის ნათალსა,

ენით შამაუღუღუნე

ერთხელ ნუ მეტყვი უარსა.


მიყვარხარ ტკბილო კახეთო,

დიდო ალაზნის ჭალაო

შირაქო ცხვრების დედაო, 

ზედ ჯეირნების ფარაო.


ალაზნის ტალღამ გაკურთხა,

იორმა პირი გბანაო

ვერ მოგერია დუშმანი, 

თუმც ბევრჯერ მოგეძალაო.


ქვეყანა შემოვიარე,

ვერ ვნახე შენისთანაო.

ერთიან საქართველოის 

დაუშრეტელო ძალაო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen