კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 06:22

 

თეთრი გედივით მცურავი ზღვაში,

ზეცას მიბმული ლურჯი მკლავებით,

ივლისი ცხელი - ზაფხულის რაში

დაჭედილია ნისლის ნალებით...


მზე ამოთენდა მწვანე კონცხიდან

რაღაც მითიურ, ზღაპრულ სახებად,

მთებიდან სიო მოდის მორცხვი და

ეხლება ფოთლებს აცახცახებად...


აქ კოინდრების ლურჯი აფრები

ყელს იღერებენ ისევ მეფურად,

მისდევს ნაპირებს გზა აღმაფრენით

და მეც ვმაღლდები მით უნებურად...


სად დამეკარგე, ქედელო ქალო,

"აჭარულივით" მაღალო ცაზე,

ვინძლო გალეწე ოცნების კალო,

გათელეს წლებმაც ის სილამაზე,


ვისთვისაც ერთდროს ჟღერდა გიტარა,

გმინავდა ლექსი გუთნისდედური,

დრომ სიზმარივით გადაიტარა -

ჟინი პოეტის, გული მეფური...


კვლავ გელოდები ბედის ნაპირთან,

გამოვიარე რწმენის გოლგოთა,

უბიდან სიტყვა რომ ამიფრინდა -

შენთვის დავხატე, შენთვის მომქონდა...


ეჰ, მოგონებას დარჩა ქვეთავად

მაგნოლიებთან გასაუბრება,

და სიყვარულის ცას რომ ვედავო, 

შენგან მივიღე ერთდროს უფლება...


თეთრი გედივით მცურავო ზღვაში,

მიბმულო მზერას მთათა მკლავებით,

გაცისარტყელდა ოცნება ცაში - 

გამჟღავნებული უფლის თვალებით!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen