კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 06:22

 

მე მაგონდება ჩემი ბავშვობა

და ჩადრიანი მშობელი დინჯი.

ერთხელ ქალაქში ჩამომიყვანა

ზანკლით, ჩაქურით პატარა ბიჭი.


მეუცნაურა ქალაქის ნახვა

და ჟრუანტელი ტანში მივლიდა.

დედამ დუქნები შემომატარა

და მოსირმული ქუდი მიყიდა.


მივყევ, ვიარე, გულში ვშიშობდი -

დედა სოფლის გზას ვეღარ მიაგნებს...

მივედით ზღვასთან, გულმა იელვა,

კრთომით ვუცქერდი გემს და იალქნებს...


რამდენი რამე დამვიწყებია

მაშინ რომ გული დაუფიფქია,

ვნატრობ, ნეტავი სულ მომაგონა

იმ დროს ბათუმზე რაც მიფიქრია,


შემდეგ ცამ ბევრი დღეები დაცრა

და გაიფურჩქნა ჩემი მიზნები.

მე დავასრულე ზრდა ყმაწვილკაცმა,

შენ კი, ბათუმო, ისევ იზრდები!


ჩემო ბათუმო, შენში ჰყვავიან

ჩემი ტოლების დღე და მიზნები.

დიდი ხნის შემდეგ გეტყვი სიმღერით -

მე მოვხუცდი და შენ კი იზრდები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen