კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 06:22

 

ბათუმი - ჩემი ლურჯი სიზმარი,

ბათუმი - ჩემი ლურჯი ოცნება

და ფიქრში ყოველ დილა ცისმარე

ამ ცის კრთომა და გასხივოსნება.


ბათუმი - ჩემი ფუძე და ფესვი,

ბათუმი - ლურჯი ტალღის დგაფუნი,

ბათუმი - ჩემი სიმღერა, ლექსი,

ჩემი სიტყვა და ჩემი ქართული.


სამარადჟამოდ თავს დაგახსომებს,

წვიმა და თქეში მკერდზე დახლილი,

არ მოგვეშალოს აღარასოდეს

ძმური გადაძახ - გადმოძახილი.


ამ მზის კაშკაში და სიმხურვალე,

ეს სიგრძეთი და ეს სიგანეთი,

მოველ, მწყურია, დამამწყურვალე

შენი სილურჯით და სიმწვანეთი.


მასვი იმ ძმობის მადლი, იმედი,

უკუნეთი რომ გამოვატარეთ,

მერე ღვთიური სანაპირეთი,

გულს დამახატე და გამატანე.


ვარ მადლიერი შენი ყელამდე

და მადლობელი სამარადჟამოდ.

რომ არ მეძახდეს ჩემი გელათი,

ჩემი ბაგრატი და ქუთაისი,


რომ არ მესმოდეს ძახილი მიწის,

ჩემი აკვანის და დასამხრისის,

სადაც ამდენი წელია ვიწვი,

ჩემი სიტყვით და ჩემი ჭაღარით,


ჩემს შებერებულ მხრებსაც არ ავნებს

ზღვის ალერსი თუ მზის სიკაშკაშე.

შენ აქ მიხედე ლექსის ფალავნებს,

ქართული სიტყვის რჩეულს ვაჟკაცებს,


მე კი... წამყვები, როგორც სიზმარი,

მკერდსდახატული ლურჯი ოცნება

და ყოველ დილა, ყოველ ცისმარე

შენი ცის კრთომა და სხივოსნება.


მე ქუდმოხდილი, მე თავდახრილი,

ვამბობ, ერთურთი მარად გვახსოვდეს

და სიყვარულით გადაძახილი

არ მოგვეშალოს აღარასოდეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen