კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 05:58

 

„წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო...“

 

მე შენს ნაკვალევს დავალ, დავეძებ,

რიდით შევაღე ყველგან კარები.

რომელ კუთხეში, რომელ სკამძელზე

იჯექ და სალამს ქარს აბარებდი?


იქნება ცრემლიც აგორდა თვალზე...

მე ეს არ ვიცი, არა, არ ვიცი.

ვიცი, გისმენდა გრძნობებით სავსე

შენი წყალტუბო და ქუთაისი.


ამ გზებს სხვა ჰანგიც შემორჩა იქნებ?

და მინდა, მინდა ქარს დავაბარო:

„მოძებნე მისი მალული ფიქრი

და ჩამჩურჩულე, წყალტუბოს ქარო!“


თვალს ვერ ვაცილებ გარანდულ ქუჩებს,

დავალ, სკამძელებს თვალს ვერ ვაცილებ,

იქნება სადმე წავაწყდე, უცებ,

აქ დატოვებულ შენს სიყმაწვილეს?!


მომნატრებია ღმერთების ღირსი

ჰანგი... ვედრებით გული აივსო;

მასმინე კიდევ სიმღერა მისი,

ო, ქუთაისო, ო, ქუთაისო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen