კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 07:30

 

მეწამულ ფერით იღებება ზეცის კიდური,

ლალსა და ბადახშს ვიღაც აფრქვევს ღრუბლებზე უხვად.

რიონის ველი იისფერად ჩანს დაბინდული,

და შორით მთები ჩაძირულან ლაჟვარდში უხმოდ.


ბინდდება მშვიდად. გამუქებულ ხავერდის თაღზე

მწყობრად ინთება ვარსკვლავების ნაზი კრებული.

პოეტის საფლავს და ბაგრატის ნანგრევებს მთაზე

დანათის ზეცა ალმასებად გაბრწყინებული.


და ჟამს, როდესაც მოფრენილი გურიის მთებით

შავი ზღვის სუნთქვა საამური ჰაერს აგრილებს,

როცა ნიავი მოალერსე გაშლილი ფრთებით

გაივლის ქუჩებს და შეარხევს ბაღებში ჩრდილებს, -


მწუხრის მორევში ჩაძირული წამით ქალაქი

უცბად იელვებს, გაბრწყინდება და გაჩაღდება,

და რიონჰესის დაუშრეტი შუქის ბარაქით

მშვიდი ცხოვრების და გმირული გარჯის ალაგი

მზისებრ ნათელი, სხივოსანი ისევ გახდება!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen