|
ხელებს გავშლი, გამიტაცე, ქუთაისის ქარო, შემაფეთე შეხავსებულ თეთრ კლდეების კედლებს, ყორნისფერი, მოფრენილი დარდი დაიფეთებს, ქალის კაბის მწვალებელო, მოჯირითე ქარო.
ღვინოც მიტომ გამოვცალე ჯამში ჩანამღერი, მიტომ მივსდევ ჩასაკოცნად ყვავილგადაბარდნილს - სისათუთით, სინარნარით მოშრიალე მანდილს.
დაოთხილი ღამეები სახედანაფატრი, რა მოუვა, რა მოუვა ვისმეს ნეტავ ამით, ჩემი ტრფობით იზრდებოდეს ველზე ერთი ვარდიც.
შემაფეთე შიშველ კლდეებს, მკრთალ ფერებით ნათოვს, ლამაზ ქალს რომ შეურხიე კაბა უნებართვოდ, შენ, მარადის ბედნიერო, ქუთაისის ქარო. |


