კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 05:09

 

სად არ ვიყო, რას ვეტრფოდე, მოვიარო მთლად სამყაროც,

მაინც თბილისს შევნატროდე, ქუთაისმა გამახაროს.


თებერვალში რომც მიმიღოს, თავზე თოვლი დამაყაროს,

რაგინდ მოწყენილი ვიყო, ქუთაისმა გამახაროს.


ჟღერდეს ქარხნის ავილებით, სძრავდეს მიწას და მაღაროს,

გაზაფხულის ყვავილებით ქუთაისმა გამახაროს.


ბაღნარებში ვით ზურმუხტი, შუქი ნერგოს, გაახაროს

და რიონის ტკბილ ბუტბუტით ქუთაისმა გამახაროს.


ვაჟებით და გოგონებით ჰქროდეს, ფრთები არ დახაროს,

და აკაკის მოგონებით ქუთაისმა გამახაროს.


მომეფეროს მზის ფერებით, რა მისურვოს, რა მახაროს,

იმერული სიმღერებით ქუთაისმა გამახაროს.


მივესალმო შრომის კერას და მგოსანთა საბაღნაროს,

ლექსიც აჰყვეს გულის ძგერას - ქუთაისმა გამახაროს.


საქართველოს ტურფა მხარე უღრუბლოა, უდაისო,

შენ იცოცხლე, გაიხარე, მშვენიერო ქუთაისო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალიო მირცხულავა  • • •   ალიო მირცხულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen