კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 06:56

 

ქარი და წვიმა, წვიმა და ქარი 

მაისის თვეში

ქუთაისისთვის უცხო მგონია,

თავზე დამატყდა ჩემი ბავშვობის 

გრძნობების თქეში,

ტრფობის ალმური და აგონია.


ქარი და წვიმა და შენი სახე

ვარდობის თვეში

გულში უცნაურ სურვილებს ბადებს;

მსურს კალმახივით გავინავარდო

რიონის ჩქერში

და სიყვარულის ამოვყვე ბადეს.


ვფიცავ, არ ვიცი, მაისის ღამე

გრთავს ყვავილებით,

თუ ამ გაზაფხულს შენ თვითონ შვენი;

მე შენს ცქერაში დავიფერფლები

და დავილევი

მაგრამ მაცოცხლებს ღიმილი შენი.


ლოცულობს გრძნობით თეთრი ჭადარი,

მე შენს ხმას ვისმენ,

გულში ნამდვილი დგება მაისი,

ო, როგორც ახლა, არ მყვარებია

ისე არასდროს

ჩემი რიონი და ქუთაისი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen