კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 06:57

 

 

ჯერშეუმშრალი მითის მელანი

მიდის რიონი - აიას გმირი.

შებინდების ჩქერს მოყვება სავსე

მთვარე.

თეთრ ქვებთან ისვენებს გმინვით.

და ეს ხიდები,

როგორც შოლტები

მიაჭენებენ მდინარეს დაღმა,

მარტო ბზა, ლეღვი და ბროწეული?

რამდენი დღე და ღამეც გადახმა?!

ციცინათელას ფრთიან სანთელზე

ლოცულობს ვიღაც

დიდების ხსოვნას

და ღამურებიც ქვესკნელის მთებზე

ჩვენი ლურჯი ცის

ვარსკვლავებს ძოვენ.

ზეციდან მოსჩანს დათხრილ თვალივით

ჭერმორღვეული

ტაძარი უფლის,

წვიმის წყლით სავსე ქვევრების თავთან

შლის ისტორია

საკურთხის სუფრას

და იპატიჟებს კოღოს და ბაყაყს,

ქარს, მტვერს, სიჩუმეს,

გველს და მორიელს.

რა გჭირს ასეთი,

ჩემო ქვეყანავ,

საშენო ჭირი რომ ვერ მოლიე?

 

ლექსები ქუთაისზე   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen