კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 05:28

 

აქ, ამ ქალაქში შენი მსგავსი ცხოვრობდა ალბათ, 

მისი სხეულით დადიოდი და აქ იყავი, 

დაწაფებული წუთისოფლის შხამსა და შარბათს 

შენ თავს იცავდი ორლესულით და ნარიყალით.


შენ აქ იყავი მისი მკერდით და ხმის ხავერდით, 

მისი თითებით აბოს ნიშთან იწერდი პირჯვარს, 

აღდგომა იყო, სააღდგომო ცხვარს ატყავებდი, 

სულის ამოსვლის დრო იყო და, კვდებოდი დინჯად.


ცხოვრობდი მისი განსაცდელით და ფათერაკით

და ტივტივებდა დაღრეცილი მტკვარში მეტეხი, 

რომ დასტიროდა საქართველო მეფე ერეკლეს, 

მაშინ სოლომონ ლიონიძეს გვერდით ედექი...


აქ შენი მსგავსის სხეულით და სულით სახლობდი, 

მისი თვალებით ჩაგიხედავს მღვრიე მორევში. 

თვალაჭრელებელს, დაბრმავებულს მზის ბაჯაღლოთი,

რომ დაგენახა საქართველოს ხსნა უშორესი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen